აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის - „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სა
ქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი.
ანსამბლი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით წარდგა. საღამო ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის - ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.