აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ტელე და კინოოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის (ოქროს თვალი) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
️ფესტივალი ა(ა)იპ საერთაშორისო ფესტივალის (ოქროს თვალი) -ს ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეთერთმეტეჯერ ჩატარდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კინოსა და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებას.
️ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.