გონიო-აფსაროსში არქეოლოგიური გათხრები დასრულდა. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში მიმდინარეობდა მონუმენტური ნაგებობისა და მასთან არსებული აბანოს ნაშთების შესწავლა. აქ წინა წლების მსგავსად წელსაც დაფიქსირდა იატაკის მოზაიკა. ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში დადასტურდა რომაული პერიოდის სხვადასხვა ტიპის ბაზებიანი ნაგებობების ნაშთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში რომაული, ბიზანტიური და ოსმალური პერიოდის კულტურული ფენები. გათხრების შედეგად გამოვლენილია საკმაოდ საინტერესო არქეოლოგიური მასალაც: ამფორები, ლუთერიები, წითელლაკიანი კერამიკა, დამღიანი კრამიტები, მინისა და ლითონის ნაკეთობანი, მონეტები და სხვა.