გონიო-აფსაროსის ციხე, 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება.
ციხის ტერიტორიაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. სამუშაოებში სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
მადლობას ვუხდით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ნერგების უსასყიდლოდ გადმოცემისთვის