აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო- აფსაროსის ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
დაგეგმილია ციხის გარე პერიმეტრზე ბილიკისა და ციხის შიდა ტერიტორიაზე ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა და ამავე სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა გოჩა კახიძემ დაათვალიერეს.
სამუშაოებს აწარმოებს კომპანიები: შპს ,,COMPASS G.K’’ და შპს ,,იმედი 2015’’.