დღეს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი გაეცნენ.
ექსპედიცია სამუშაოებს აწარმოებს 4 უბანზე. სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და უკვე მოპოვებულია სხვასდასხვა სახის კერამიკული ნაკეთობანი, ამფორების, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნების, ლუთერიების და აშ) ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა სტუმრებს ახალაღმოჩენილი უნიკალური ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტები დაათვალიერებინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.