ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, გონიო-აფსაროსის მუზეუმ- ნაკრძალში საქველმოქმედო ფონდი ,,იალქანი“-ს ბენეფიციარებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა
✓ დაათვალიერეს, საგანმანათლებლო გაკვეთილებზე ბავშვების მიერ დამზადებული რომაული მოზაიკებისა და ქართული ორნამენტების გამოყენებით მოხატული ქოლგების გამოფენა.
✓ მონაწილეობა მიიღეს საბავშვო იმიტირებულ არქეოლოგიურ ველზე „ოქროს განძის“ აღმოჩენაში;
✓დაამზადეს თიხით სამუზეუმო ნივთების ასლები;
✓მონაწილეობა მიიღეს საგანამანათლებლო ვიქტორინაში;
✓ ჩაერთვნენ სახალისო თამაშებში: ტომრებით სირბილი,ბაგირის გადაწევა და ა.შ.
საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში ჩართვა სასკოლო ასაკის ბავშვებს მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.