გონიო-აფსაროსის ექპედიციაში VI-VII საუკუნის ბიზანტიური პერიოდის ამფორები აღმოჩნდა! - 24 მაისი, 2023
გონიო-აფსაროსის ექპედიციაში VI-VII საუკუნის ბიზანტიური პერიოდის ამფორები აღმოჩნდა!
გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ მონაკვეთში არქეოლოგიური გათხრები განახლდა!
ბიზანტიურ ფენაში გამოვლინდა ორი სრულყოფილი, ხოლო ერთი დაზიანებული ამფორა. ამავე კულტურულ ფენაში სხვადასხვა ტიპის სამზარეულო, საამშენებლო თუ სატრანსპორტო ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოჩნდა. ისინი VI-VII საუკუნეებით თარიღდება.
ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კვლევითი ცენტრის დირექტორი შოთა მამულაძე და მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე მამისეიშვილი ხელმძღვანელობენ!