აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გიდების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მეორე დღე პანელური სესიით გაიხსნა. სესიაში „ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი“ სხვა მომხსენებლეთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მიიღო მონაწილეობა.
მან ისაუბრა სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების: გონიო-აფსაროსისა და პეტრას ციხის როგორც რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ობიექტების განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს როგორც ამ ლოკაციების ინფრასტრუქტურით მოწყობაზე ასევე მათ პოპულარიზაციაზე.
ხაზი გაუსვა ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, არქიტექტურის და კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებით.