გონიო-აფსაროსის მუზეუმ - ნაკრძალში , აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამოფენა „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვანების: გიორგი გიოვანის, ანა ჭყონიას, ალექსანდრე კოლესნიკოვის, ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეების ბექა ბოლქვაძის, ირმა სურმანიძისა და მაია ჭყონიას ნამუშევრები, რომელთა თემატიკა „ადამიანების ემოციები და მათი ურთიერთდამოკიდებულება“იყო .
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ლიტერატურულ საღამოს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა: ბელა ქებურიამ, ანა ვარშანიძემ, გიორგი გიოვანმა, მინდია ცეცხლაძემ და მირიან მერცხალაძე. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ,,ჯგუფი იალქანი’’.