აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, პეტრას ციხეზე, ფორუმ თეატრი თემაზე: „Covid-19 ვირუსი და ახალი რეალობა“ გაიმართა.
ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე მაყურებელს უშუალოდ ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო სპექტაკლის მონაწილე. სპექტაკლი სცენაზე რამდენჯერმე გათამაშდა. პირველი გათამაშება იყო საჩვენებელი. მეორე (და შემდგომი) გათამაშება კი უშუალოდ დაეთმო პანდემიის შედეგად არსებული შეზღუდვების დროს გაჩენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. სწორედ ამ ნაწილში გახდა მაყურებელი სპექტაკლის მონაწილე და მათ შეძლეს არსებული პრობლემები შეეცვალათ პოზიტიურად.
„ფორუმ თეატრი“ მე-20 საუკუნის ბოლოს შექმნა ცნობილმა რეჟისორმა და აქტივისტმა აუგუსტო ბოალმა. ასეთი სახის სპექტაკლი პოპულარულია და წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის წარმოადგენს სოციალური პრობლემის გადაჭრის საშუალებას. ფორუმ თეატრი არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრობლემებზე გახსნილად ვისაუბროთ და გავხდეთ პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი.
სპექტაკლი, „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“ და ააიპ „დავიწყოთ ახლა“ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.