აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში ფერმწერ არსაკ ფეტვაჯიანის ნამუშევრის ,, ქ.ბათუმის პირველი თავი, ლუკა ასათიანი“-ს პორტრეტის რესტავრაცია განხორციელდა. რესტავრაციის პროცესში მოხდა ტილოს გვერდების დუბლირება, დაკარგული გრუნტის აღდგენა, ფერწერული ფენის გამაგრება, გაწმენდა, რეტუში. საბოლოოდ ტილო დაიფარა სპეციალური ლაქის დამცავი ფენით. ფერწერული ტილო დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში