დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა ,,ძველი ბათუმი ფოტოზე" გაიმართა.
ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფ- კოლექციონერის ნიკოლოზ შერმადინის პირად არქივში დაცული ძველი ბათუმის ამსახველი ფოტოების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ქ.ბათუმში მოღვაწე ფოტოგრაფები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ტიტე აროშიძე და დავით ბაციკაძე, ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.