აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გრძელდება ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე 26 მაისის ქ.N37 -ში არსებული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლის სახურავისა და ფასადის რეაბილიტაციას. მთლიანად შეიცვლება სახურავი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს, კერძოდ: მოხდება ფასადზე დაზიანებული და ჩამოვარდნილი ნაწილების აღდგენა/დამუშავება, შეიცვლება არსებული კარები და
ფანჯრები, აღდგება კიბეები.
პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქ N7-ში არსებული ძეგლის, რომელიც ერთ- ერთი გამორჩეული შენობაა თავისი მასშტაბითა და ფასადის არქიტექტურული გაფორმებით.
აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის დაიხარჯება: 426 000 ლარი