✔️აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, ნ.ჟორდანიას ქ N14-ში მდებარე ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. (ბიუჯეტი- 400 000 ლარი) რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.
✔️ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ’’-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი ქ.ბათუმში არსებულ კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ახორციელებს (კ.გამსახურდიას ქ N35-ში მდებარე წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის, მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15; კ.გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23;) ასევე აფინანსებს ,,ბათუმის ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციას.