აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ ქ. ბათუმში, ნ. დუმბაძის ქ. №16/18 მ.აბაშიძის ქ. №32-ში არსებულ ძეგლზე გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა. თავდაპირველად, მიმდინარე წლის 7 მარტს სს „ჟასმინი“ უნებართვოდ განხორცელებული სამუშაოების გამო დაჯარიმდა 10 000 ლარით. შემდგომ ნებართვით გაუთვალისწინებელი სარემონტო სამუშაოების გამო შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 22 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით სს ,,ჟასმინი“ კვლავ 10 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო სააქციო საზოგადოება განმეორებით დაჯარიმდა მიმდინარე წლის 30 მაისს - ჯარიმის სამმაგი ოდენობით (30 000 ლ.). ჯარიმებმა მთლიანობაში 50 000 ლ. შეადგინა.