პეტრას ციხე უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს, რომელიც სოფელ ციხისძირში, ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული და ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2015 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დაიწყო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ კედლებს და დერეფნის უბანს, რითაც უფრო თვალსაჩინო გახდა ძეგლის თავდაპირველი დაგეგმარება.
2018-2021 წლებში ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურითი მოწყობის პროექტი განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. მოეწყო ავტოპარკინგი.
რეაბილიტირებული პეტრას ციხე დღეს, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების თავმჯდომარეებმა და წევრებმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, ისტორიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.