საგანმანათლებლო პროგრამის (,,გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“) ფარგლებში, 28 მაისს, გონიოს კვლევით ცენტრში, სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,რომაული სამკაული (პრაქტიკული სამუშაო: სამკაულის შექმნა), შემეცნებით აქტივობას უძღვებოდა სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი თათული მოწყობილი.
მეორე დღე დაეთმო პრეზენტაციას ,,გონიოს ციხე და რომაელები“ (პრაქტიკული სამუშაო: რომაული სამაგიდო თამაშები),
შემეცნებით აქტივობას უძღვებოდა სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი თორნიკე მამისეიშვილი.
ბავშვებმა ასევე მოინახულეს გონიოს კვლევითი ცენტრის ლაბორატორია, ფონდები და გონიოს ციხე-ნაკრძალი.
საგანმანათლებლო აქტივობებს ესწრებოდნენ ქ.ბათუმის N 1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ნანა ჩხაიძე) და კერძო სკოლა ,,ნერგები“-ს მე-7 კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი მადონა კეკელიძე)