XIX საუკუნის ბოლოს აშენებული დალფონსის აგარაკი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით დალფონსის აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
დ’ალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.