• EN
  • ge
  • ,,დახატე ისტორია“ - 3 აპრილი, 2020

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს „ დახატე ისტორია“

    • თემა: აჭარაში არსებული ისტორიული ძეგლი ან მუზეუმში დაცული ექსპონატი;
    • ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის თაბახის ფურცელზე;
    • სურვილისამებრ შეარჩიეთ მასალა (ფანქარი, ფლომასტერი,საღებავი)
    • ნახატს გადაუღეთ ფოტო (ნახატი აუცილებლად შეინახეთ), მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  info@ajaraheritage.ge ან სააგენტოს Facebook გვერდზე
    • ერთი პირის მიერ შესაძლებელია ერთზე მეტი ნამუშევრის გამოგზავნა;

    ნახატები პერიოდულად აიტვირთება სააგენტოს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/AjaraHeritage

    •  ნამუშევრების მიღება დაიწყება დღეიდან და დასრულდება მიმდინარე წლის 15 მაისს.
    • კონკურსში გამარჯვებულებს სააგენტო გადასცემს სიგელებს და სამახსოვო საჩუქრებს.

     

    #დარჩისახლში