ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში არსებული ე.წ ,,ჩხერის" ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
შუა საუკუნეებში აგებულ ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა: ჩამოშლილი იყო თაღის მარცხენა გვერდის წყობა, დაზიანებული იყო სავალი ნაწილი. ადრე ხიდზე საგანგებოდ გადებულ რელსებზე ავტომანქანები გადაადგილდებოდა, ამჟამად ხიდის გვერდით ახალი, რკინაბეტონის ხიდია აშენებული.