• EN
  • ge
  • ბორანო -არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - 14 მარტი, 2019

     აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ტრადიციული კერძის ,,ბორანოს’’ შესახებ  მომზადდა და გაიგზავნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაეროვნულ სააგენტოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

     

    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული.  აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი. ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.