აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს , ვარშავის უნივერსიტეტისა და არქეოლოგიური ჯგუფის აქტიურობით საქართველოში პირველი, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.
მიმდინარე წლის , 22- 27 აგვისტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და
სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანი, სააგენტოს არქეოლოგიურ- არქიტექტურული კომპლექსების , არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი და სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში, ქალაქ ნაიმეგენში, სადაც
#ლიმესკონგრესი2022 გაიმართა.
ლიმეს კონგრესი 1949 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ყოფილი "Imperium Romanum" (რომის იმპერიის) გავრცელების არეალში. ფორუმში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები, 35 ქვეყნის 500 მდე დელეგატი.