კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტაძრის სახურავის შეკეთება, წყალსაწრეტი სისტემისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა. ეზოში არსებული ღობის რეაბილიტაცია. 1897-1902 წწ-ში აშენებული კათოლიკური ეკლესია, რომლის მშენებლობის დაფინანსება კონსტანტინე ზუბალაშვილმა იტვირთა, წარმოადგენს ნეოგოთიკური სტილის ბაზილიკას. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა. მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 1989 წელს შენობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღეს ის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალია.