სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია ქ.ბათუმში, ახალსოფლის ავგიის უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის შესახებ (ავგიის ნაეკლესიარი) სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 16 იანვრის №02 /4 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.