დღეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომდგენლებმა, აშშ-ის ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში უმასპინძლეს!
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა ელჩს პეტრას ციხის ისტორიულ მნიშვნელობაზე, განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.