• EN
  • ge
  • არქეოლოგიური გათხრები სოფელ დარჩიძეებში - 22 ივლისი, 2022

     

     

    არქეოლოგიური გათხრები სოფელ დარჩიძეებში

    შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების ნაეკლესიარის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი ტარიელ ებრალიძე) ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, მდ. ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს აღმართულ ერთ-ერთ ქედზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ქილისასერის“, ზოგჯერ კი ,,ქვახიდისერის“ სახელწოდებით მოიხსენიებს. წინა წლებში სამუშაოების დროს გამოვლინდა მეტად საინტერესო არტეფაქტები, კერძოდ: კერამიკული ნაკეთობანი და ზიარებისათვის განკუთვნილი რკინის კოვზი. ასევე ცხოველთა პროტომები (ლომისა და ხარის). მიმდინარე წელს, სამაროვნის შესწავლის მიზნით სამუშაოები გრძელდება ეკლესიის დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების გასწვრივ და აგრეთვე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. დაგეგმილია მისი შემოგარენის დაზვერვა.