✔️ბათუმის და ზოგადად აჭარის რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარება, არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ეკონომიკური აქტივობები, მესაკუთრის ქონებრივი უფლებების სრულფასოვანი დაცვა, სწორი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტი მომზადდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, უცხოეთის არქიტექტურის სამსახურებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
✔️შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
✔️ქალაქ ვერონას მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით, მხარეებს შორის, ქალაქგეგმარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
✔️ქალაქ რომის არქიტექტორთა სახლში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართულ-იტალიურ მხარეს შორის, ქალაქმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მემორანდუმი გაფორმდება. ➡ოფიციალურ შეხვედრებს ესტონეთში, ლატვიასა და იტალიაში,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამეტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი კამილა კახიძე, ქალაქის არქიტექტორები და უცხოეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ➡2019 წლის ოქტომბერს, ქ. ბათუმში, იტალიელი არქიტექტორების ვიზიტი გაიმართება. უცხოელმა პარტნიორებმა ბათუმში, საზღვაო მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და განვითარების მიმართულებით, თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვეს.