სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ (აჭარისწყლის ხიდი; გოდერძის უღელტეხილის („მეტეოს“) უცნობი სასაფლაოები) სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის №02/86 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული აჭარისწყალის რკინის ხიდი ერთადერთი ხიდია აჭარაში, რომელიც აგებულია ,,ეიფელის“ ხიდის ანალოგის მიხედვით, ანალოგიური ხიდი აჭარისწყლის ხეობაში არ გვხვდება, ლითონის, კონსტრუქციულად შეკრული რკინის ხიდი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ნაპირზე, გადმოცემის თანახმად ხიდი აკავშირებდა ორ ისტორიულ უბანს. თავდაპირველად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხიდი ხის იქნებოდა. აჭარისწყალზე მოვარდნილი უხვი ნალექის გამო, ხის ხიდები დიდხანს ვერ ძლებდა და ხშირად მიქონდა წყალს, შესაბამისად საჭირო გახდა ახალი ხიდის მშენებლობა. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში ადგილობრივი ინჟინრებისა და ბერძენი კალატოზების მეიერ აიგო რკინის ხიდი. რკინის ხიდი ერთიანი შეკრული კონსტრუქციაა, რომელსაც არ აქვს დამჭერი (საბჯენი) თაღები. ხიდი ნახევარწრიული ფორმისაა აქცენტირებულია მარტივი ლითონის ორნამენტებით.
გოდერძის უღელტეხილის („მეტეოს“) უცნობი სასაფლაოები
სავარაუდოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდიმემორიალური კულტურის ძეგლი - სამარხთა კომპლექსი მდებარეობს უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე - ხულო/ზარზმის გზატკეცილის მიმდებარედ, სეზონური ალპური დასახლების „ყორანა იაილის“ ახლოს. თანამედროვეობაში აღნიშნულ იაილას „პერევლი იაილას“ ეძახიან, ხოლო უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სამაროვანი მდებარეობს „მეტეოს“ უწოდებენ. საბჭოთა პერიოდში მიმდებარედ მეტეოროლოგიური სადგური იდგა და სახელწოდებაც „მეტეო“ აქედან შემორჩა. დღეისათვის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე სასტუმრო „მეტეო“-ა აშენებული. ხალხური გადმოცემით „ესაა ყერიბების სასაფლაოები“, (ყერიბი თურქული წარმომავლობის სიტყვაა და უპატრონოს ნიშნავს) ამიტომ მაჰმადიანური დღესასწაულის - „ბაირამის“ დროს ხალხს ამ სასაფლაოებზეც მიჰქონდა „ჰალვა“ და სხვა სახის ტკბილეულობა. სოფელ დიოკნისის მცხოვრები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი შამანაძე იხსენებს, რომ მისი ბაბუა თოფუზ შამანაძე ისმაილის ძე (გარდაიცვალა 80 წლის ასაკში 1999 წელს) „ბაირამზე გაგვატანდა ბავშვებს ტკბილეულობას და სასაფლაოებზე დაგვალაგებინებდა. გვეტყოდა, რომ ეს ყერიბების სასაფლაოებია, მაგათ არავინ არ აკითხავს და მადლიაო“.სასაფლაოების კუთვნილების შესახებ სხვადასხვა ხალხური მოსაზრება არსებობს: ზოგიერთი ინფორმაციით ეს სამარხები რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1877-1878 წლების ომი)დაღუპულთა სასაფლაოებია, ხოლო ზოგი მონაცემებით საფლავები ჰემშილებს ეკუთვნით,რომლებიც ალპურ ზონაში მომთაბარეობდნენ და წრილფეხა საქონელს აძოვებდნენ.სამარხები დაკრძალვის მიმართულების მიხედვით მაჰმადიანურია. გვხვდება სხვადასხვამოცულობების საფლავები, რაც მიუთითებს, რომ დაკრძალულთა ასაკობრივი კუთვნილება სხვადასხვა უნდა ყოფილიყო.სამარხების უმრავლესობა გათლილი ქვითაა ნაგები, მშრალი წყობით. გვხვდება დაუმუშავებელი ქვის მშრალი წყობით, ყორის მსგავსად ნაშენი სასაფლაოები. სამარხთაგან მხოლოდ ერთია ბეტონის ფილებით მოწყობილი, ხოლო ერთი სასაფლაო ზომით მცირეცაა(დაახლოები 50X70 სმ. ზომის) და რკინის მცირე კონცტრუქციითაა შემოზღუდული. სამარხთა განლაგებაში შეიმჩნევა გარკვეული თანმიმდევრობა და რიგი. საფლავებს თავისა და ფეხის მხარეს დადგმული აქვს განსხვავებული ფორმის გათლილი ქვები - მცირე ზომის ერთგვარი „სტელები“. საფლავის ამგვარი ქვები აჭარის მემორიალური კულტურისათვის იშვიათია.