დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის საკონფერენციო დარბაზში სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე განყოფილების უფროსსმა მირზა ცეცხლაძემ წარმოადგინა ის სიახლეები, რაც ბოლო პერიოდში იქნა დანერგილი სააგენტოში:
- „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა ;
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის (373 ძეგლი) დაზუსტება-იდენტიფიცირება;
- აჭარაში არსებული ძეგლების შესახებ ერთიანი სრულყოფილი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება;
- სააგენტოს ახალი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, (კერძოდ სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა ხელოვნებათმცოდნე და არქიტექტორი).
- რეგულარული მონიტორინგის მარშრუტების შემუშავება;
- წინასაპროექტო იდეის განხილვა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
განყოფილების საქმიანობის ანგარიშის წარდგენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილეები ბაგრატ მანველიძე, ირაკლი თავბერიძე, ბადრი ნაკაშიძე და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.