აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი და სააგენტოს დირექტორი ოლეგ ბოლქვაძე პოლონელ არქეოლოგებს შეხვდნენ.
წელს, ქართულ-პოლონური ექსპედიციის ფარგლებში გონიოს ციხეში გათხრითი და კვლევითი სამუშაოები განხორციელდა.
რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩნდა პირველი რომაული იატაკის მოზაიკა.
მიმდინარე წელსაც კიდევ ერთი ფრაგმენტული მოზაიკა იქნა აღმოჩენილი.
პოლონურ-ქართული ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარასიევიჩ-სციპიორსკი.