• EN
  • ge
  • „ ვმეგობრობთ მუზეუმებთან“ - 16 მაისი, 2018

    2018 წლის 16 მაისს,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის მეგობარი სკოლების ერთობლივი ღონისძიება  „ ვმეგობრობთ  მუზეუმებთან“  გაიმართა.

    მე-16 საჯარო სკოლის მიერ  წარმოადგენილი იყო  არჩევით საგან „მეწარმეობა“-ს  საფუძვლების ფარგლებში შექმნილი მინი-კომპანია  „SPACE LIGHT„ მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი  სანათები და მხატვარ-გიორგი ნიკოლაიშვილის  ნახატები.

    სალიბაურის საჯარო სკოლისა და  მე-20 სკოლის მიერ კი სხვადასხვა  მასალით შესრულებული    ნაკეთობები , ფერწერული  კომპოზიციები და  ხელნაკეთი  ნივთები.