• EN
  • ge
  • ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიცია 2017 - 8 აგვისტო, 2017

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით 2012 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი საველე სამუშაოებს ახორციელებს ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. წელს არქეოლოგიური გათხრები სამ ობიექტზე წარიმართა: ბერძნულ და კოლხურ სამაროვანზე და ნამჭედურის გორასამოსახლოზე. მონაპოვართა შორის ყურადღებას იქცევს რთვა–ქსოვასთან, მეთევზეობასთან, მეტალურგიასთან დაკავშირებული არტეფაქტები, კვირისტავები, ბადის საძირავებად გამოყენებული რიყის ქვის საწაფები, საქშენი მილის ფრაგმენტები. საინტერესოა ტყვიის შვეული, რომლის მსგავსი ადრე უცნობი იყო. შესანიშნავი ფორმისა და სამკაულის მქონე სამეთუნეო ნაკეთობანი, მათ შორის იმპორტულებიც, ადგილობრივი კოლხური მონეტები. ოქროს ყელსაბამი, რომელიც შედგენილია წვრილი მძივებისაგან. საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნულ ეთნოსთან დაკავშირებული მეორე ასეთი ძეგლი ჯერჯერობით არცაა აღმოჩენილი.