• EN
  • ge
  • ru
  • შეხვედრა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
    16 მარტი, 2018

    დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში პრეზენტაცია თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები“გაიმართა.

    პრეზენტაციის მიზანი იყო არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ხელოვნების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოს მიერ გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე სააგენტოში დაცული და დამუშავებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზის გადაცემა.