• EN
  • ge
  • „საუბრები კულტურულ მემკვიდრეობაზე“ - 21 თებერვალი, 2018

          აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ორგანიზებით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გონიოს სკოლის მოსწავლეებს  ჩაუტარდათ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო მასტერკლასი „საუბრები კულტურულ მემკვიდრეობაზე“. გაკვეთილის ფარგლებში  “Social Impact Hub”-ის  წარმომადგენლებმა ისაუბრეს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. შეხვედრის მიზანია მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ცნობიერების ამაღლება.