• EN
  • ge
  • ru
  • სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერიაში
    6 ივნისი, 2018

    დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  დირექტორის მ/შ მირზა ცეცხლაძემ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებთან და  მერიის კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.  

     შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას;   კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება; ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ,,ზონალური საბჭოს’’ ჩართულობის უზრუნველყოფა;

     ასევე შესაბამის სამსახურებს გადაეცათ სააგენტოში დაცული და დამუშავებული  საინფორმაციო ბაზა,  რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.