• EN
  • ge
  • ru
  • საგანმანათლებლო პროექტი -,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა’’
    13 დეკემბერი, 2018

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში საგანმანათლებლო პროექტის  ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა’’ ფარგლებში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები.   

           მოსწავლეებმა მოისმინენ ინფორმაცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა  და მნიშვნელობის შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასში  და მსოფლიო მემკვიდრეობაში შეტანილი  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშებით ქოლგები მოხატეს.

           პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული  გუნდი ,,იბერიონი’’ და  გონიოს საჯარო სკოლასთან არსებული  ცეკვის ანსამბლი ,,მაჭახელა’’.   

    ღონისძიებას  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა.