• EN
  • ge
  • ru
  • პრეზენტაცია თემაზე „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“.
    19 მარტი, 2018

    2018 წლის 19 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეზენტაცია თემაზე „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის,  აგების თარიღის, ფუნქციული დანიშნულების და ა.შ. შესახებ. ასევე ფაკულტეტს გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და სისტემატიზირებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.