• EN
  • ge
  • პრეზენტაცია -“აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. - 15 დეკემბერი, 2017

    2017 წლის 15 დეკემბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით პრეზენტაცია „აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“ გაიმართა.


     მოქმედი აქტებით რადგან შეუძლებელი იყო აჭარაში მდებარე უძრავი ძეგლების რაოდენობის დადგენა,   ხოლო ძეგლების შესახებ არსებული ინფორმაცია არ იძლეოდა მათი ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას აღნიშნული პრობლემატიკის გადაჭრის მიზნით სააგენტოს მიერ ჩატარებული იქნა შესაბამისი სამუშაოები.


     შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზუსტ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით,  განხორციელებული სამუშაოები ზუსტ  და სწორ სურათს იძლევა, რომელიც სამომავლოდ აღნიშნული უწყების მიერ ოფიციალურ ბრძანებაში აისახება.