• EN
  • ge
  • ru
  • ,,მედეას ტრაგედია'' ქობულეთის მუზეუმის მცირე სცენაზე
    1 ნოემბერი, 2017

     

     დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით,  ქობულეთის მუზეუმში  სპექტაკლის „მედეას ტრაგედია“ ჩვენება გაიმართა, რომელიც ბერძნული მითოსის ცნობილი კოლხი პერსონაჟის ტრაგედიას მოგვითხრობს.

    პირველად აღნიშნული სპექტაკლი სააგენტოს ინიციატივით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში დაიდგა და მაყურებლების  დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი ასევე ნაჩვენები იქნა მაჩხაანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.

     მსგავსი სანახაობის  ჩატარება ხელს  უწყობს  მუზეუმების როლის გაზრდას და მათ პოპულარიზაციას საზოგადოებაში.  

    „სპექტაკლი დადგმულია ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით.  ემსახურება უძველესი  თეატრის  გაცოცხლებას და მაქსიმალურად არის დაახლოვებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან,“ – ამბობს რეჟისორი ოთარ ქათამაძე. მონაწილეობდნენ: მარინა ბურდული, მიშიკო ღომიძე, იაგო მორთულაძე, ირაკლი კვერღელიძე, გიორგი ყურავა, გვანცა მხეიძე, მეგი ლომინაძე, ლინდა ხალვაში.