• EN
  • ge
  • მარანი, ნაეკლესიარი და ჯამე – სამი ახალი ძეგლი აჭარაში - 26 ივნისი, 2018

    სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფ. ქვემო ჩიქუნეთი -ჩიქუნეთის მარანი, ხულოს  მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა თხილვანა - თხილვანას ნაეკლესიარი; ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ღორჯომი - ღორჯომის ჯამე)

     სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის  №02 /38 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.