• EN
  • ge
  • ru
  • ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო
    26 სექტემბერი, 2017

    წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის რეაბილიტაცაზე მუშაობს ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“. აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯება.

    ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ,  IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება.

     ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა.  

    სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ლაშა ასლანიშვილმა დაათვალიერეს.