• EN
  • ge
  • ru
  • გონიოს ციხეში მშვილდოსანთა ტურნირი გაიმართა
    23 ოქტომბერი, 2017

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით, პირველად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მშვილდოსანთა ტურნირი გაიმართა. 
    გონიოს თასის მოსაპოვებლად შეჯიბრი ჩატარდა როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ორ ასაკობრივ კატეგორიაში.გამარჯვებულებს სიგელები და თასები გადაეცათ.
    ტურნირს ყოველწლიური ტრადიციული ხასიათი მიეცემა და გარდა პროფესიონალი სპორცმენებისა მომავალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოყვარულებსაც. მათ შორის, გონიოს ციხეში მოსულ ნებისმიერ ვიზიტორს. 
    მსგავსი ტურნირი ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას, აგრეთვე მუზეუმის პოპულარიზაციას.