• EN
  • ge
  • ru
  • გამოფენა „ხელოვნება გვაერთიანებს“
    14 ივნისი, 2018

          

     გონიო-აფსაროსის მუზეუმ - ნაკრძალში , აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით   გამოფენა „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა.

    გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  თანამედროვე ხელოვანების:    გიორგი გიოვანის, ანა ჭყონიას, ალექსანდრე კოლესნიკოვის, ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეების ბექა ბოლქვაძის, ირმა სურმანიძისა და მაია ჭყონიას ნამუშევრები,  რომელთა თემატიკა „ადამიანების ემოციები და მათი ურთიერთდამოკიდებულება“იყო .    

    ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ლიტერატურულ საღამოს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა: ბელა ქებურიამ, ანა ვარშანიძემ, გიორგი გიოვანმა, მინდია ცეცხლაძემ და მირიან მერცხალაძე. ღონისძიებას მუსიკალურად  აფორმებდა ,,ჯგუფი იალქანი’’.