• EN
  • ge
  • ru
  • ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკების რესტავრაცია იგეგმება.
    12 სექტემბერი, 2017

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ქ.ბათუმში იმყოფებოდნენ ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს. შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად, დაგეგმავს შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებს, რაც ითვალისწინებს სახურავის შეკეთებას და კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციას.