• EN
  • ge
  • ru
  • ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული
    18 აპრილი, 2018

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დღეს, პეტრას ციხეზე, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის რაობის, კლასიფიკაციის, მნიშვნელობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.
    კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობების მიზანია აჭარის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდა. 
    ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.
    ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა.