• EN
  • ge
  • ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. - 20 აპრილი, 2018

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით      ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, (17-20 აპრილი) აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის,  ააიპ დღის ცენტრ ,,იალქანი-ს’’ ბენეფიციარებისათვის და  სპეციალურისაგანმანათლებლო  საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (პეტრას ციხე, ოქროპილაურას ციხე, მახუნცეთის თაღოვანი ხიდი, ახალციხის ისტორიული ციხე-კომპლექსი, გელათის მონასტერი) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე:  ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, სადაც  მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია  კულტურული მემკვიდრეობის  რაობის, კლასიფიკაციის, მნიშვნელობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

    კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობების  მიზანი იყო აჭარის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების პოპულარიზაცია დაახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდა.

    ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.