• EN
  • ge
  • ru
  • ,,ჩეხოვის სახლში''
    21 დეკემბერი, 2018

    ,,ჩეხოვის სახლში’’, ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
     სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა;
    მწერალმა, პუბლიცისტმა რამაზ სურმანიძემ დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული შენობის ისტორია გააცნო, მოუთხრო იმ ადამიანების შესახებ, რომელთა მოღვაწეობაც დაკავშირებული იყო ამ სახლთან.
    წარმოდგენილი იყო ანტონ ჩეხოვის სამი მოთხრობის ინსცენირება (,,ბედნიერი ბილეთი’’, ,,ბოროტმოქმედი’’, ,,მიამიტი’’)- რეჟისორი გაბრიელ გოშაძე. 
    „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის“ მადლობის სიგელი გადაეცა რამაზ სურმანიძეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის წარმომადგენლები; 
    ღონისძიება მიზნად ისახავდა ურბანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და აღნიშნული ძეგლის ისტორიის გაცოცხლებას.