• EN
  • ge
  • ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისათვის მუშაობა დაიწყო - 2 ნოემბერი, 2017

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ორგანიზებითა და დაფინანსებით ბათუმის  საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციისათვის, ,,ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის  ცენტრის“  სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს.

     პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც გულისხმობს  დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას,  საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.

     საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სააგენტო სხვადასხვა უწყებებთან ერთად  გეგმავს  ღონისძიებებს  კედლის მხატვრობის აღდგენა-რესტავრაციის მიზნით.