• EN
  • ge
  • 2019 წლის პროგრამების საჯარო განხილვა - 13 სექტემბერი, 2018

    დღეს, აჭარის ა/რ  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში,  სსიპ- აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.  

    პროგრამა: ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება’’ ითვალისწინებს  აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და   ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

    პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება:

    ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია;

    ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

    ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. N3 მდებარე ურბანული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

    მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტუქტურა;                                                        

    მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები; 

     პროგრამის ბიუჯეტი -  2 293 000 ლარი